პროექტი


  1. პროექტის სახელი- დემოგრაფიული მდგომარეობა ჩემს სოფელში
  2. პროექტის მთავარი იდეა- მოსწავლეები გაეცნონ სოფელში არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობას
  3. პროექტის აქტუალურობა-მოსწავლეებს არ აქვთ წარმოდგენა საკუთარი სოფლის დემოგრაფიულ მდგომარეობაზე
  4. პროექტის მიზნები-მოსწავლეები გამოკითხვის შედეგად, შეისწავლიან,გაიაზრებენ და იმსჯელებენ სოფლის დემოგრაფიის შესახებ.
  5. მოსწავლეთა ასაკი- მე-9 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა- ორი კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას-მოსწავლეები დაამზადებენ დიაგრამებს კედლის გაზეთს ელექტრონულ სლაიდ შოუს.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები-  კითხვარები,კომპიუტერი, სლაიდები,ფოტომასალები,პროექტორი, ფოტოაპარატი
  9. პროექტის მსვლელობა-ძირითადი აქტივობები-მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,მიეცემათ დავალებები.დაამზადებენ კითხვარებს და ჩაატარებენ გამოკითხვას სოფლის მოსახლეობაში.პროექტი დასრულდება შემაჯამებელი პრეზენტაციით.
  10. ე.ს.გ-სთან კავშირი:

გეო.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზს საქართველოს მოსახლეობის მიგრაციის და ურბანიზაციის პროცესებ და გამოთქვას ვარაუდები მომავალთან დაკავშირებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      მსჯელობს საქართველოში არსებული მიგრაციული პროცესების გამომწვევ მიზეზებზე, ნაკადებზე, სიხშირეზე და უკავშირებს მათ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეს;
·      კლასში ჯგუფური მუშაობისას შემუშავებული სოციოლოგიური გამოკვლევის ანკეტის საფუძველზე ატარებს გამოკითხვას (კლასში, სკოლაში, სანათესაოში, სამეზობლოში); მსჯელობს საქართველოში მიგრაციული პროცესების განვითარებაზე და შედეგებს წარმოადგენს კლასის წინაშე;
·      მსჯელობს ურბანიზაციის ხელშემწყობ და ხელშემშლელ ფაქტორებზე და მათთან დაკავშირებულ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პრობლემებზე; პრობლემებს აჯგუფებს ცხრილში;
·      იკვლევს ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად საქართველოში დასახლებების ფუნქციის დაკარგვა / შეძენის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ პრობლემებს და შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ცხრილი, სქემა. . . );     
·      აანალიზებს საქართველოს დასახლებების ტიპებს, სიდიდეს, ფუნქციას და ადარებს მათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კონტრასტულ ანალოგებს; შედეგებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ვერბალური, წერილობითი, ნახატის სახით);

·      გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს შიდა და გარე მიგრაციული პროცესების შედეგად გამოწვეულ სოციალურ ცვლილებებზე და მსჯელობს სიტუაცის გაუმჯობესების შესაძლო გზებზე.

11. პროექტის ხელმძღვანელი ხა\თუნა ახალკაცი.

12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: axalkacixato@gmail.com




No comments:

Post a Comment