Saturday, June 2, 2018

გაკვეთილის გეგმა



მასწავლებელი : ხათუნა ახალკაცი
საგანი:გეოგრაფია
კლასი:VIII
თემა:სამხრეთ ამერიკა
დრო: 45 წთ
მოსწავლეთა პროფილი:
15
გაკვეთილის მიზანი:



მოსწავლემ შეძლოს
·         გამოხატვა გეოგრაფიულ თვალსაჩინოებაზე მოცემული ერთი ტიპის ინფორმაცია სხვა სახით.
·         რუკებისა და პირობითი ნიშნების გამოყენებით განსაზღვროს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობა
·         საკორდინატო ბადის გამოყენებით იპოვოს უკიდურესი წერტილების კოორდინატები
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
გეო.VIII.1.მოსწავლეს შეუძია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი.
გეო.VIII.2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს გეოგრაფიული ობიექტებისა და ქვეყნების მდგომარეობა  რუკაზე.იყენებს პოლიტიკურ რუკას და და აღწერს პირობით ნიშნებს(ფერები,საზღვრები)რომლითაც ხდება ტერიტორიბის აღნიშვნა პოლიტიკურ რუკაზე.
საკოორდინატო ბადის გამოყენებით განსაზღვრავს სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას.მათ შორის მანძილებსა და მიმართულებას.
მოსწავლეთა წინარე ცოდნა
მოსაწავლეებმა იციან რუკის პირობითი ნიშნები.გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა კლიმატური რუკის ანალიზი.
გამომუშავებული უნარ–ჩვევები

სივრცეში ორიენტაციის უნარი გეოგრაფიული საშუალებებია გამოყენების,გაანალიზების,შედარების,კლასიფიცირებისა და ინტერპრეტაციის უნარი.
მსვლელობისა და დასვენების უნარი
საკლასო მენეჯმენტი და რესურსები
მე–8 კლასის სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,სამუშაო ფორმატის ფურცლები,მსოფლიოს ფიზიკური და პოლიტიკური რუკები.
საკლასო ორგანიზაციის ფორმა
საკლასო,ჯგუფური
გაკვეთილის მსვლელობა.აქტივობის თანმიმდევრობა                5 წთ

I აქტივობა
საშინაო დავალების შემოწმება  კითხვა პასუხი
მასწავლებელი უსვამს კითხვებს მთელ კლასს,მოსწავლეები პასუხებენ.
ა.რომელ ნახევარსფეროში მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკა?
·         ჩრდილოეთ ამერიკა დასავლეთ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
ბ.რომელი ოკეანეები და ზღვები ესზღვრება ჩრდილოეთ ამერიკას?
·         ჩრდილოთ ამერიკას ესაზღვრება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე.წყნარი და ატლანტის ოკეანეები,ზღვები.
II აქტივობა 5 წთ
ასოციაციური რუკა
მასწავლებელი დაფაზე წერს „სამხრეთი ამერიკა“და სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ, რაც ამ კონტინენტების შესახებ იციან და ამ ინფორმაციას მასწავლებელი სქემის  სახით წარმოადგენს.                                                      
                   III აქტივობა
კონტინენტის ექსპერტები
20 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებ ყოფს 4 წყვილი  და 1 სამეუი.თითოეულ  ჯგუფს ანიჭებს ექსპერტის სტატუს,აძლევენ განმარტებებს დავალების შესასრულებლად სამუშაო ფურცლებს.
I–ჯგუფის სამხრთ ამერიკის გეოგრაფიული მდებარეობსა და რელიეფის შემსწავლელი ექსპერტები.მათ უნდა განსაზღვრონ სამხრეთ ამერიკის კონტინენტის  გეოგრაფიული მდებარეობა,უკიდურესი წერტილების გეოგრაფიული კოორდინატები,ძირითადი იერიგრაფიული ერთეულები.
 II-ჯგუფი–კლიმატოლოგები
მათი ამოცანაა,დაადგინონ რომელ კლიმატურ სარტყყლებში  მდებარეობს სამხრეთ ამერიკა,რომელი ფაქტორები ახდენს გავლენას კონტინენტის ჰავის ფორმირებაზე,როგორ იცვლება კლიმატური პირობები.
III- ჯგუფი–ჰიდროლოგები
მათ ევალებათ შეისწავლონ სამხრეთ ამერიკის ჰიდროგრაფიდა ტბები.ული ქსელი –მდინარეები
IV-წყვილი–ლანდშაფტმცოდეობა
მათი მიზანია,დაადგინონ რომელი ბუნებრივი ზონებია წარმოდგენილი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე,აღწერონ ანდებში სიმაღლებრივი სარტყელები.

V-ჯგუფი–პოლიტოლოგები
სწავლობენ სამხრეთ ამერიკის პოლიტიკურ რუკის ისტორიისა და თანამედროვე მდგომარეობას .სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფებიდან ერთი წევრი (წყვილების შეთანხმებით)აკეთებს პრეზენტაციას და დაფასთან რუკისა და მოძიებული ინფორმაციის დახმარებით აკეთებს პრეზენტაციას.
IV -აქტივობა
5 წთ
პრეზენტაციის შემდეგ ხდება გაკვეთილის შეჯამება კითხვა–პასუხით
1.აღწერეთ სამხრეთ ამერიკის გეოგრაფიული მდებარობა
2.სამხრეთ ამერიის პოლიტიკური რუკის დახმარებით დაადგინე,რომელი ქვეყნების ტერიტორიაზე გადის ანდების მთები?
3.ახსენით,რა როლს ასრულებს ანდები კონტინენტებზე ატმოსფერული  ნალექების განაწილების საქმეში?
4.რით შეიძლება აიხსნას სამხრეთ ამერიკის მდინარეთა განსაკუთრებული წყალუხვობა?

სამუშაო დავალება
5 წთ
1.შეადარონ ერთმანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტი.დაადგინონ მათ შორის მსგავსება განსხვავება.
2.ამოირჩე სამხრეთ ამერიკის რომელიმე ქვეყანა სადაც გამგზავრება ისურვებდი,რატომ?
შეფასება
განმსაზღვრელი,განმავითარებელი
1.საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა
2.გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიების და ინტერპრეტაციის უნარი
3.პრეზენტაციის უნარი
4.ჯგუფში ეფექტური მუშაობა ,თანამშრომლობა



შეფასების რუბრიკა
#
კრიტერიუმები
1–2
3–4
5–6


      7–8
9–10
1
ჩართულობა
არ არის ჩართული საგაკვეთილო პრპცესში
ხანდახან არის ჩართულიო საგაკვეთილო პროცესში
აქტიურობს,მაგრამ პასუხები არასწორია
აქტიურია,მაგრამ პასუხები მოიცავს მცირედ უზუსტობას.
აქტიურია,პასუხები კარგადაა ჩამოყალიბებული,ამყარებს არგუმენტებით
2
თანამშრომლობა
არ თანამშრომლობს 
ჯგუფებში
ხანდახან თანამშრომლობს 
ჯგუფებში
მეტწილად ინდივიდუალურად
აქვს პოზიცია,მაგრამ ცდილობდა თავისი  აზრის მოხვევას
თანამშრომლობს,იზიარებს წარმოადგენს ერთობლივ პოზიციას
3
ინფორმაციის მოძიება და ინტერპრეტაციის უნარი
არ იძიებს ინფორმაციას კონტინენტების შესახებ
 უჭირს დამოუკიდებლად მუშაობა
დავალება გარკვეულ დონეზე ასრულებს საჭიროებს დახმარებას
დავალებას ასრულებს,თუმცა არასრულფასოვნად
დავალებას ასრულებს მაღალ დონეზე
4
პრეზენტაციის უნარი
ვერ აყალიბებს აზრს
უჭირს პასუხის გაცემა
ბუნდოვნად აყალიბებს აზრს
უჭირს პასუხის გაცემა
აყალიბებს ზრს ხარვეზით
აყალიბებს აზრს მცირე შეცდომებია
პასუხობს შეკითხვების უმეტესობას
ნათლად აყალიბებს აზრსს,მკაფიო მეტყველება,იყენებს თვალსაჩინოებებს და პასუხობს ყველა კითხვას.